24 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 297-ე დღე (ნაკიან წლებში – 298-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 68 დღე.
დღის მოვლენები
- 1260 : შარტრის ღვთისმშობლის ტაძარი გაიხსნა მეფე ლუი IX-ის თანდასწრებით; ტაძარი ამჟამად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
- 1648 : ხელი მოეწერა ვესტფალიის ზავს. დამთავრდა ოცდაათწლიანი ომი.
- 1795 : პოლონეთის დაყოფა - პოლონეთი-ლიტვის თანამეგობრობა გაიყვეს ავსტრიამ, რუსეთმა და პრუსიამ.
- 1812 : ნაპოლეონის ომები - მალოიაროსლავეცის ბრძოლა მოსკოვთან.
- 1857 : მსოფლიოს პირველი საფეხბურთ კლუბი შეფილდი დაარსდა ინგლისში.
- 1861 : პირველი ტრანსკონტინენტური ტელეგრაფის ხაზი გაიყვანეს აშშ-ში, რამაც ბოლო მოუღო პონი-ექსპრესის 18-თვიან არსებობას.
- 1917 : კაპორეტოს ბრძოლით იწყება ავსტრო-იტალიის ფრონტი პირველ მსოფლიო ომში.
- 1929 : "შავი ხუთშაბათი" ნიუ-იორკის ბირჟაზე.
- 1930 : ბრაზილიაში უსისხლო გადატრიალებით გადააყენეს ვაშინგტონ ლუის პერეირა დე სუსა, პირველი რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი. გეტულიო დონელეს ვარგასი დროებითი პრეზიდენტი ხდება.
- 1935 : იტალია ეთიოპიაში შეიჭრა.
- 1944 : ფილიპინების აკვატორიაში მდებარე სიბუიანის ზღვაში, მოხდა შეტაკება იაპონიისა და აშშ-ის საზღვაო ძალებს შორის, რომელსაც შემდგომ "სიბუიანის ზღვის ბრძოლა" ეწოდა.
- 1945 : დაარსდა გაერო.
- 1947 : უოლტ დისნეი თემთა პალატის არა-ამერიკულ საქმიანობათა კომიტეტთან კომუნისტებად მოაზრებულ საკუთარ თანამშრომლებს ასმენს.
- 1956 : წითელი არმია შეიჭრა უნგრეთში.
- 1964 : ჩრდილოეთ როდეზიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან და გახდა ზამბიის რესპუბლიკა.
- 1973 : იომ-კიპურის ომი დასრულდა.
- 1995 : მზის სრული დაბნელება ჩანს ირანსა და სამხრეთ აზიაში.
- 2003 : კონკორდის ბოლო კომერციული რეისი - ზესწრაფი თვითმფრინავის ერის დასასრული.
ამ დღეს დაბადებულნი
- 51 : დომიციან ფლავიუსი - რომის იმპერატორი
- 1503 : იზაბელა პორტუგალიელი - ესპანეთის დედოფალი
- 1804 : ვებერი, ვილჰელმ - გერმანელი ფიზიკოსი
- 1811 : ჰილერი, ფერდინანდ - გერმანელი კომპოზიტორი
- 1934 : რამიშვილი, ოთარ - ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი
- 1936 : ვიმანი, ბილ - ინგლისელი მუსიკოსი
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 996 : ჰუგო კაპეტი - საფრანგეთის მეფე
- 1260 : საიფ ად დინ კუტუზი - ეგვიპტის სულთანი
- 1375 : ვალდიმირ IV - დანიის მეფე
- 1708 : კოვა სეკი - იაპონელი მათემატიკოსი
- 1722 : სკარლატი, ალესანდრო - იტალიელი კომპოზიტორი (დ.1660)
- 1936 : ამირეჯიბი, სიმონ - ქართველი მედიკოსი
- 2005 : ჰოიო, ხოსე ასკონა - ჰონდურასის პრეზიდენტი
დღესასწაულები
-
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ფილიპე მოციქული
- თეოფანე აღმსარებელი
- ზინაიდა და ფილონილა
-
აგრეთვე:
- 2006 წელს რამაზანი
- გაეროს დღე
- ზამბია : დამოუკიდებლობის დღე
მოციქულისა ფილიპესი, შვიდთა დიაკონთაგანისა (I); ხსენება მე-VII მსოფლიო კრების წმინდათა მამათა (787); ღირსისა თეოფანე აღმსარებლისა, კანონთმთქმელისა, ნიკეის ეპისკოპოსისა (დაახლ. 880); მოწამეთა ზინაიდასი და ფილონილასი (I) Tveni.ge