ასტრონომია
ასტრონომია (ბერძნ. αστρονομία; άστρον ასტრონ — ვარსკვლავი; νόμος ნომოს — კანონი), არის მეცნიერება სამყაროს შესახებ, რომელიც იკვლევს ციური სხეულებისა და მათ მიერ წარმოქმნილი სისტემების განლაგებას, მოძრაობას, აგებულებას, წარმოქმნას და განვითარებას.
ასტრონომია ძირითადად იკვლევს მზეს და ვარსკვლავებს, პლანეტებს და მათ თანამგზავრებს, კომეტებს და მეტეორიტებს, ნისლეულებს , ვარსკვლავთა სისტემებს და ნივთიერებას, რომელიც ავსებს ვარსკვლავთშორის სივრცეებს. ვრცლად...
ასტრონომიული ობიექტები
გამოჩენილი ასტრონომები
ისააკ ნიუტონი - IsaacNewton
ნიკოლოზ კოპერნიკი
იოჰანეს კეპლერი
გალილეო გალილეი
ჯორდანო ბრუნო
რჩეული სტატია
შავი ხვრელი - Black Hole
შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.
ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.
არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება — ვარსკვლავები, ნისლეულები, პლანეტები. მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც“. კითხვის გაგრძელება...