23 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 296-ე დღე (ნაკიან წლებში – 297-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 69 დღე.
დღის მოვლენები
- ძვ. წ. 42 : ქალაქ ფილიპიასთან გაიმართა ბრძოლა ანტონიუსსა და რესპუბლიკელების (კასიუსის და ბრუტუსის) ჯარებს შორის.
- 1707 : დიდი ბრიტანეთის პირველი პარლამენტი შეიკრიბა.
- 1911 : ომში თვითმფრინავის გამოყენების პირველი ფაქტი - იტალიელი პილოტი აფრინდა ლიბიიდან თურქეთის ფრონტის ხაზის დასაზვერად თურქეთ-იტალიის ომში.
- 1915 : ქალთა უფლებები - ნიუ-იორკში 30.000 ქალი გამოდის მეხუთე ავეიუზე არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.
- 1929 : დიდი დეპრესია - სააქციო ბირჟაზე სექტემბერის პიკიდან ფასების ხანგრძლივი დაცემის შემდეგ, ნიუ-იორკის სააქციო ბირჟაზე პანიკა იწყება.
- 1929 : პირველი ტრანსკონტინენტური კომერციული ავიარეისი განხორციელდა ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში.
- 1941 : მმო - გიორგი ჟუკოვი წითელი არმიის ხელმძღვანელი ხდება გერმანიის საბჭოთა კავშირზე შემოწოლის შესაჩერებლად.
- 1941 : 19.000 ებრაელი დაწვეს ცოცხლად დალნიკთან ოდესაში რუმინეთისა და გერმანიის ჯარებმა. მომდევნო დღეს კიდევ 10.000 ებრაელი მოკლეს.
- 1942 : ელ-ალამეინის მეორე ბრძოლა იწყება - ელ ალამეინთან ეგვიპტეში ბრიტანელმა ძალებმა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს აქსისის ძალებზე.
- 1946 : გაეროს გენერალური ასამბლეა შეიკრიბა ნიუ-იორკში პირველად.
- 1956 : ბუდაპეშტში დიდი მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქცია საბჭოთა ჯარების მიმართ ქვეყნის დატოვების მოთხოვნით.
- 1973 : გაეროს მიერ სანქირებული ცეცხლის შეწყვეტა წყვეტს იომ-კიპურის ომს ისრაელსა და სირიას შორის.
- 1992 : აკიჰიტო ხდება იაპონიის პირველი იმპეერატორი, რომელმაც ჩინეთის მიწაზე დადგა ფეხი.
- 1998 : ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი - ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენჯამინ ნათანიაჰუ და პალესტინის მეთაური იასერ არაფატი აღწევენ "მიწა-მშვიდობის სანაცვლოდ" შეთანხმებას.
- 1999 : ეპლ კომპიუტერი ოპერაციულ სისტემა მაკ ოს 9-ს უშვებს.
- 2001 : ეპლ კომპიუტერი პირველი აიპოდს უშვებს.
- 2002 : მოსკოვის თეატრის ალყა იწყებს - ჩეჩენი მებრძოლები მოსკოვში კულტურის თეატრს იღებენ დაახ. 700 შენობაში მყოფ ტყვესთან ერთად.
ამ დღეს დაბადებულნი
- 1766 : ემანუელ დე გრუში – საფრანგეთის მარშალი
- 1929 : გამყრელიძე, თამაზ - ქართველი აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგი
- 1940 : პელე - ბრაზილიელი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1890 : ერისთავი, დავით - ქართველი მწერალი.
- 1910 : ჩულალონგკორნი - ტაილანდის მეფე (დ.1853)
- 1974 : ბელეცკაია, ვერა - ქართველი გრაფიკოსი
დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ევლამპი და ევლამპია
- წმინდა თეოტეკნი
- ღირსი ბასიანე
- თეოფილე აღმსარებელი
- ოცდაექვსი ზოგრაფელი მოწამე
- ამბროსი ოპტელი
მოწამეთა ევლამპისა და ევლამპიასი (303-311); მოწამისა თეოტეკნისა (III-IV); ღირსისა ბასიანესი (V); ღირსისა თეოფილე აღმსარებლისა (VIII); ღირსისა ამბროსი ოპტინელისა Tveni.ge