ჯოელ ჩენდლერ ჰარისი

ჯოელ ჩენდლერ ჰარისი

  ჯოელ ჩენდლერ ჰარისი, ჰერისი (დ. 9 დეკემბერი, 1848, იტონტონი, ჯორჯიის შტატი — გ. 3 ივლისი, 1908, ატლანტა, იქვე), ამერიკელი მწერალი. მისი შემოქმედება დაფუძნებულია აშშ-ის სამხრეთის აფრიკული მოსახლეობის ფოლკლორულ ტრადიციებზე. 1876-1900 წლებში გამოქვეყნდა ჰარისის პირველი ნარკვევები და მოთხრობები, შემდეგ - წიგნები "ბიძია რემუსი, მისი სიმღერები და ანდაზები. ძველი პლანტაციის ფოლკლორი" (1881), "საღამოები ბიძია რემუსთან" (1883), "მისტერ ბაჭია შინ" (1895), "ბიძის რემუსი და ძმა ბაჭია" (1906) და სხვები.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html