სხვიტორი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, (ჩიხის თემი). მდებარეობს ნაურცევის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩიხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი, საჩხერიდან 3 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 914 კაცი. სოფელში დაიბადა აკაკი წერეთელი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.