სამხრეთი ამერიკა

სამხრეთი ამერიკა

 სამხრეთი ამერიკა — კონტინენტი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროსა და, ძირითადად, სამხრეთ ნახევარსფეროში; ესაზღვრება სამხრეთით და დასავლეთით წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანეჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვა მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — პუნტა-გალინასის კონცხი (ჩ. გ. 12°28'), სამხრეთით — ფროუორდის კონცხი (ს. გ. 53°54'), აღმოსავლეთით — კაბუ-ბრანკუს კონცხი (დ. გ. 34°37') და დასავლეთით — პარინიასის კონცხი (დ. გ. 81°20')

როგორც ამერიკის ნაწილი, ჩრდ. ამერიკის მსგავსად სამხრეთ ამერიკას სახელი ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად დაერქვა. ის პირველი ევროპელი იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ინდოეთის ნაწილი კი არ იყო, არამედ მანამდე ევროპელთათვის უცნობი ახალი მსოფლიო.

სამხრეთ ამერიკის ფართობია 17.840.000 კმ², მისი მოსახლეობა 2005 წლისთვის შეადგენდა 371.000.000 ადამიანს. სამხრეთ ამერიკა ფართობით მეოთხეა აზიის, აფრიკისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ და მოსახლეობით მეხუთე (აზიის, აფრიკის, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ).

სამხრეთ ამერიკას ეკუთვნის მრავალი კუნძული, მათ შორის: ქარზურგა კუნძულები და კუნძული ტრინიდადიფოლკლენდის კუნძულებიცეცხლოვანი მიწის არქიპელაგიგალაპაგოსისჩილეს სამხრეთით და დასავლეთით მდებარე კუნძულები და სხვა.

სამხრეთი ამერიკის ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი ნაწილია ფიორდებით შეჭრილ-შემოჭრილი. ხმელეთში ღრმადაა შეჭრილი გუაიაკილის და ვენესუელის ყურეებიმარაკაიბოს ტბა და რიო-დე-ლა-პლატის ყურეწყნარი ოკეანის სანაპირო უმთავრესად სწორხაზოვანი და აბრაზიულ-აკუმულაციურია, პერუში უმთავრესად კლდოვანია. ატლანტის ოკეანის სანაპიროც სწორხაზოვანია. ღია, ნამგლისებრი ყურეები დამახასიათებელიაპატაგონიის სანაპიროსათვის.

რელიეფი [რედაქტირება]

სამხრეთ ამერიკაში მკაფიოდ განირჩევა ბაქნური ვაკე-ზეგანი, ანდებსგარე აღმოსავლეთი და ანდების მთების ოროგენიულ სარტყელში მოქცეული ანდური დასავლეთი. სამხრეთ ამერიკის ბაქნის აზევებებს რელიეფში შეესაბამება გვიანის, ბრაზილიისა და პატაგონიის ზეგნები; ჩაღრმავებებს — ლიანოს-ორინოკოსამაზონისბენი-მამორესგრან-ჩაკოსა და სხვა ვაკე-დაბლობები. აღმოსავლეთით ზეგნები შემოფარგლულია სანაპირო ვაკეების ვიწრო, წყვეტილი ზოლით. გვიანის ზეგნის (სიმაღლე 3014 მ-მდე, მთა პიკო-და-ნებლინა) და ბრაზილიის ზეგნის (სიმაღლე 2890 მ, მთა ბანდიერა) რელიეფში ჭარბობს ცოკოლიანი ტალღოვანი ვაკეები, რომლებზეც მკაფიოდ გამოირჩევა კონუსური შთენილი მწვერვალები და ჭიუხები (მაგ., სერა-დე-ესპინიასუ) ან მაგიდა მაღლობები - ე. წ. შპადები (აუიან-ტე-პუი, რორაიმა და სხვა). პატაგონიაში უფრო მეტად განვითარებულია კანიონებით დასერილი შრეებრივი, მათ შორის ვულკანური საფეხურებრივი პლატოები.

კონტინენტის დასავლეთ კიდეებზე, დაახლოებით 9000 კმ-ზე, გადაჭიმულია ანდების მთათა სისტემა. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენესუელაში, განლაგებულია რღვევებითა და მდინარისეროზიით ღრმად დანაწევრებული კარიბის ანდების ორი მთაგრეხილი. მათი სამხრეთ-დასავლეთი გაგრძელებაა ჩრდილო-დასავლეთ ანდების ნაოჭა-ლოდა ქედებიწყნარი ოკეანის სანაპიროზე გადაჭიმულია ანდების ძირითადი სისტემა, რომელიც შედგება უმთავრესად მერიდიანული მიმართულების რამდენიმექედისაგან. ჩრდილოეთი ნაწილისათვის (ეკვადორისა და პერუს ანდები) დამახასიათებელია მაღალი ნაოჭა-ლოდა ქედებისა და ღრმა ქვაბულების მონაცვლეობა. ეკვადორში მთათაშუა ქვაბული ჩიმბორასოსა დაკოტოპახის ვულკანური მასალითაა ამოვსებული. ამ რეგიონში ვხვდებით ასევე 2-3 ათასი მეტრის სიმაღლის ძველ ნატბეურ პლატოებს. ცენტრალური ანდებისათვისდამახასიათებელია კიდური ქედებით შემოზღუდული და 3-5 ათას მეტრამდე აზიდული შიგა ზეგნები. , რომელთაგან ყველაზე ვრცელია ზეგანი პუნა. სამხრეთ ნაწილშია ჩილე-არგენტინის ანდები (აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა, 6960 მ) და პატაგონიის ანდები. ცენტრალურ ანდებთან შედარებით აქ მთათა სისტემა დავიწროებულია, ხოლო უკიდურეს სამხრეთში კუნძულთა ჯგუფად - არქიპელაგად გადაიქცევა. მყინვარებს სამხრეთ ამერიკაში 25 ათასი კმ2ფართობი უკავია.

გეოლოგია და სასარგებლო წიაღისეული [რედაქტირება]

სამხრეთი ამერიკის კონტინენტი შედგება ორი ძირითადი სტრუქტურული ერთეულისაგან - სამხრეთი ამერიკის ბაქნისა და ანდების ნაოჭა მთიანი სისტემისაგან. ბაქნის ფუნდამენტი შედგება სხვადასხვა დროს (არქაულიდან ადრეული პალეოზოური დროის ჩათვლით) კონსოლიდირებული ბლოკებისაგან. ფუნდამენტის ვრცელი შვერილებია გვიანის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბრაზილიის ფარები, რომლებიც აგებულია კამბრიულისწინა მეტამორფული ქანებისა და გრანიტებისაგან. გვიანისა და დასავლეთი ბრაზილიისფარის წყალგამყოფებზე შემორჩენილია ძველი, პროტობაქნური საფრის ნაშთები - წითელი ფერის ტერიგენული ნალექები და ბაზალტის განფენები გაბრო-დიაბაზების დაიკებითა და სილებით. უფრო ახალგაზრდა, შუა-ზედაპალეოზოური და მეზოზოური ასაკის საფარი ავსებს ბაქნის ღრმულებს. ატლანტის ოკეანის სანაპირო აგებულია ცაცრცული სისტემის და კაინოზოური ჯგუფის ნალექებით.

ანდების მთათა სისტემა ძირითადად ჩამოყალიბდა ალპური დანაოჭების შედეგად. იგი ჩაისახა ტრიასულ პერიოდში პალეოზოურ და ბაიკალურ დანაოჭებულ სუბსტრატზე. ტერიგენული და ვულკანური ნალექთა დაგროვება ცარცული პერიოდის ბოლომდე გრძელდებოდა; შემდეგ დაიწყო დანაოჭება, რასაც მოჰყვა გრანიტოიდული ინტრუზივების შემოჭრა. კაინოზოურ ერაში ჩაისახა და ჩამოყალიბდა მთათაშუა და კიდური როფები, რომლებიც ამოივსო დიდი სისქის დანალექი წყებებით; ანდებში დაიწყო ასევე ვულკანების ინტენსიური მოქმედებე, რომელიც ახლაც გრძელდება. ხშირია მიწისძვრებიც, მათ შორის დამანგრეველიც.

სამხრეთი ამერიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულითრკინის მადნის უდიდესი საბადოებია ვენესუელასა და ბრაზილიაშისპილენძისა - ცენტრალურ ანდებში; იშვიათი ელემენტებისა - აღმოსავლეთ ბრაზილიაშიკალისსტიბიუმისა და ვერცხლის - ბოლივიაშინავთობისა - ვენესუელაშიბოქსიტებისა - გაიანასა და სურინამში. არის აგრეთვე ქვანახშირისა და მურა ნახშირისსაბადოები.

 

ცხოველთა სამყარო [რედაქტირება]

კონტინენტის პალეოგეოგრაფიული განვითარების განსაკუთრებული პირობების გამო სამხრეთ ამერიკის ფაუნა იმდენად იმდენად თავისებურია, რომ იგი ვესტინდოეთის კუნძულებთან და ცენტრალურ ამერიკასთან ერთად ქმნის დამოუკიდებელ სამეფოს - ნეოგეას, რომელშიც შედის ერთადერთი ნეოტროპიკული ოლქი. ეს ოლქი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გვიანა-ბრაზილიისა და ჩილე-პატაგონიის ქვეოლქებად იყოფა. სამხრეთ ამერიკის ფაუნა მდიდარია ენდემური სახეობებით. (ზარმაცები, ჭიანჭველაჭამიები, ცხვირფართო მაიმუნები, ლამები და სხვა). სამხრეთ ამერიკაში ჩანთოსნების, მახრჩობელა ბოას და სხვათა არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ წარსულში ეს კონტინენტი დაკავშირებული იყო მადაგასკარსა და ავსტრალიასთან. მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ამერიკის ნოტიო ტროპიკული და ეკვატორული ტყის ფაუნა, სადაც ცხოველთა უმეტესობა სიცოცხლის მეტ ნაწილს ხეზე ატარებს; აქ ბინადრობენ მაიმუნებიზარმაცები,ჭიანჭველაჭამიები, მტაცებლებიდან ოცელოტი და იაგუარი, აგრეთვე ტყის ძაღლი, ჩლიქოსნებიდან - ტაპირი, პატარა გარეული ღორი პეკარი და სხვა.მღრღნელებიდან გვხვდება მეხეური მაჩვზღარბა კოენდე, ჩანთოსანი ვირთაგვა, ბევრია ღამურა. მდიდარია ორნითოფაუნა (თუთიყუში, სვავი, კოლიბრი). ტროპიკულ ტყეებში უამრავი მწერია - ღამისა და დღის პეპლები, 100 ათასი სახეობის ხოჭოქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია წყლის ანაკონდა და ხმელეთის მახრჩობელა ბოა-კონსტრიქტორი, ბევრია შხამიანი გველიხვლიკი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი, მდინარის დელფინი ინია, მტაცებელი თევზი პირანია; აქ თევზის ორიათას სახეობას ითვლიან. სუბეკვატორული და ტროპიკული სარტყლების სავანასა და მეჩხერ ტყეში და სუბტროპიკული სარტყლის სტეპში მტაცებლებიდან გვხვდება იაგუარიპუმაოცელოტიპამპასის კატაპამპასის მელაფაფრიანი მგელისავანის მელა, ჩლიქოსნებიდან - პამპასის ირემი. მდინარეებსა და ტბებში არის ნუტრია. ფრინველებიდან აღსანიშნავია სირაქლემა ნანდუ, ბევრია თუთიყუში და კოლიბრი. ანდებში ბინადრობს რელიქტურისათვალიანი დათვილამაპუანკო და სხვა. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში გვხვდება მაგელანის მელა.

 

ქვეყნები

კოლუმბია

გეოგრაფია   სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მას ისევე როგორც ჩილეს ესაზღვრება ორი ოკეანე: წყნარი, და ატლანტის ოკეანეები. კოლუმბიას ესაზღვრება 5 ქვეყანავენესუელა და ბრაზილიააღმოსავლეთიდან, პანამა ჩრდილო...

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html