ნუგზარ შატაიძე (* 9 მარტი, 1944, თბილისი, საქართველო – გ. 10 თებერვალი,2009,თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.
ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. მისი მშობლები სახელოვანი გვარის წარმომავლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა - ელენე, სახელგანთქმული ხიზამბარელების ოჯახიდან; მამა - ვახტანგ შატაიძე, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება ყოფილა. ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილი ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა გრიგოლ ონიანის 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსია. დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი. მისი პირველი მოთხრობა „თეთრი ყვავილები“ დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“. 1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“. არის ტელესერიალ „ცხელი ძაღლის“ სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.ბიოგრაფია
გამოცემული წიგნები
სცენარის ავტორია ფილმების:
რადიოდადგმები
გადაღებულია ფილმებში:
პრიზები და ჯილდოები