ნიურნბერგის მილხის სასამართლო პროცესი

ნიურნბერგის მილხის სასამართლო პროცესი (2 იანვარი — 17 აპრილი 1947; ნიურნბერგი, გერმანია) ეწოდება ამერიკული სამხედრო ტრიბუნალის სასამრთლო პროცესს გენერალ-ფელდმარშალ ერჰარდ მილხის წინააღმდეგ. 

ბრალდება 1946 წლის 13 ნოემბრის ბრალდებით გენერალ-ფელდმარშალ ერჰარდ მილხს ბრალი ედებოდა შემდეგ დანაშაულში.

 

  •     სამხედრო დანაშაული
  •     ადამიანთა იძულებიი მუშაობა და მონური მუშაობისათვის დეპორტაცია
  •     ადამიანებზე სამედიცინო ცდების ჩატარება
  •     დანაშაული კაცობრიობის წინაშე

მოსამართლე

  • თავმჯდომარე: რობერტ ტომსი (მიჩიგანი, აშშ)
  • ფიცროი ფილიპსი (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ)
  • მაიკლ მუსმანო (პენსილვანია, აშშ)
  • ჯონ სპეითი (ალაბამა, აშშ)

ბრალდებული

  • ერჰარდ მილხი, გენერალ-ფელდმარშალი (გერმანია) — მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, 1951 წელს შეეცვალა 15-წლიანი პატიმრობით.

დაცვა

  • ადვოკატი — ფრიდრიხ ბერგოლდი (გერმანია)
  • ასისტენტი — ვერნერ მილხი (გერმანია) — ბრალდებულის ძმა.
 

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html
Make a website for free Webnode