მიშელ ბიუტორი

მიშელ ბიუტორი

 

ბიოგრაფია

მიშელ მარი ფრანსუა ბიუტორი (* 14 სექტემბერი1926მონს-ან-ბარელი) - ფრანგი რომანისტი, ესეისტი, პოეტი. ლიტერატურული მიმდინარეობა ახალი რომანის წარმომადგენელი. დაიბადა 1926 წლის 14 სექტემბერს, მონ-ან-ბარელში. მამა, ემილ ბიუტორი მხატვრობითა და გრავიურით იყო გატაცებული. 1929წელს ოჯახი პარიზში სახლდება. ღრმად მორწმუნე კათოლიკე დედ-მამას მიშელი რელიგიურ კოლეჯში შეჰყავთ.1939 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადადის ევრეში, სადაც მიშელი იეზუიტურ განათლებას იღებს. პარიზში დაბრუნების შემდეგ ირიცხება ლუი-ლე-გრანის ლიცეუმში მეორე კურსზე. ამ პერიოდში იგი ინტერესდება ლიტერატურით, იწყებს ლექსების წერას და ინტელექტუალთა ჯგუფის ხშირი სტუმარი ხდება. მწერალთაგან ბიუტორი განსაკუთრებული ინტერესით კითხულობს კაფკას,ჯოისსა და პრუსტს.1944 - 49 წლებში იწყებს საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნებას, ამზადებს სადიპლომო ნაშრომს ფილოსოფიაში, მონაწილეობას იღებს გერმანიაში გამართულ სემინარებში.

  ფილოსოფიაში საკანდიდატო გამოცდაზე განცდილი მარცხის შემდეგ ბიუტორი ლექციებს კითხულობს სანსეში. 1950 წელს მიემგზავრება ეგვიპტეში. ეს უკანასკნელი მწერალზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს, რაც მის შემოქმედებაშიც ჰპოვებს ასახვას.

  1951 წელს ბიუტორი ჯილდოვდება ფენეონის პრემიით Les Editions de Minuit-ში გამოქვეყნებული რომანისთვის დროის განრიგი. ამავე დროს ხდება ჟენევის საერთაშორისო სკოლის პროფესორი. ჟენევაში გაიცნობს მარი ჟოს, რომელზეც დაქორწინდება და ოთხი ქალიშვილი შეეძინება. იმავე წელს რომანისთვის მოდიფიკაცია იღებს თეოფრასტ-რენოდოს პრემიას. ამ დროისთვის ბიუტორს ახალი რომანის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით ყველაზე ფართო მკითხველი ჰყავს. 1959-60 წლებში კონფერენციებს მართავს გერმანიაშიმაროკოსა და ჰოლანდიაში, გამოდის მისი რომანი საფეხურები და კრიტიკული წერილების კრებული რეპერტუარი. 60-იანი წლებიდან ბიუტორის შემოქმედება ფორმალური ექსპერიმენტების სახეს იღებს (მოძრავი, საჰაერო ქსელი და სხვ).1963 წელს მოგზაურობს ბულგარეთსა და იუგოსლავიაში, აქვეყნებს სან მარკოს აღწერასა და ილუსტრაციებს1965 წელს ოჯახთან ერთად სახლდება პარიზის გარეუბანში. ამავე წელს გამოსცემს სტერეოფონულ ნაშრომს 6810000 ლიტრი წყალი წამში.1968 წელს მონაწილეობს მწერალთა კავშირის დაარსებაში. 1970 წელს ხდება ნიცის, 1974 წელს კი ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი.1991 წლიდან თავს ანებებს საუნივერსიტეტო მოღვაწეობას და ცხოვრობს ოტ-სავუაში.

შემოქმედება

მიშელ ბიუტორი, განათლებით ფილოსოფოსი, რომანს მიიჩნევს ფილოსოფიისა და პოეზიის გაერთიანების ერთადართ საშუალებად, რომელშიც ხდება ადამიანის საკუთარ თავთან შერიგება. ბიუტორმა რომანი განსაზღვრა როგორც ძიება, თხრობის განსაკუთრებული ფორმა, უფრო მეტიც, თხრობის ლაბორატორია, რომელშიც უნდა მოხდეს ცნობიერების გაღვიძების კვლევა, სამყაროსა და ადამიანის შემეცნება.

 

ნაწარმოებები

  • მილანის გავლა, 1954
  • დროის განრიგი, 1956
  • მოდიფიკაცია, 1957
  • ადგილის გენია, 1958
  • რეპერტუარი, (5 ნაწილი)1959, 1964, 1968, 1974, 1982.
  • ხარისხები, 1960
  • არაჩვეულებრივი ამბავი, ესე ბოდლერის ოცნებაზე, 1961
  • მოძრავი, 1962
  • საჰაერო ქსელი, 1962
  • სან-მარკოს აღწერა, 1963
  • ილუსტრაციები, 1964, 1969, 1973, 1974
  • ესეები თანამედროვეებზე, 1964
  • 6810000 ლიტრი წყალი წამში, 1965
  • ესეები ესეებზე, 1968
  • ილუსტრაციები II, 1969
  • ესე რომანზე, 1969
  • ბუმერანგის დაბრუნება1978
  • ექსპრესი, 1982
  • იმპროვიზაცია ფლობერზე, 1984
  • იმპროვიზაცია ანრი მიშოზე, 1985
  • იმპროვიზაცია რემბოზე, 1989
  • იმპროვიზაცია მიშელ ბიუტორზე, 1993
  • პოეტური სარგებელი, 1995
  • საზღვართან, 1996


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html