ბიოგრაფია
ერლომ სერგოს ძე ახვლედიანი (დ. 23 ნოემბერი, 1933, თბილისი), მწერალი, სცენარისტი.დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში (1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), „ქართულ ფილმთან“არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99), არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ,უნგრულ და არაბულ ენებზე. არის სსრკ პრემიების ლაურეატი.
სცენარის ავტორია ფილმებისა
- "სულელი ბროწეულის ხე" (1999)
- "ერთაწმინდა" (1994)
- "ნოე" (1991)
- "ეი, მაესტრო! (1987)
- "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984}
- "ქართლოსიანთა საკურთხეველი" (1982)
- "ცხელი ზაფხულის სამი დღე" (1981)
- "ძნელი დასაწყისი" (1981)
- "გზა შინისაკენ" (1981)
- "არასერიოზული კაცი" (1980)
- "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978)
- "ბათა ქექია" (1978)
- "ამაღლება" (1977)
- "ივანე კოტორაშვილის ამბავი" (1974)
- "საერთო კედელი" (1972)
- "ფიროსმანი" (1969)
- "უსახელო უფლისციხელი" (1968)
- "აპრილი (1962)
გამოცემული წიგნები
- "ზარმაცი თაგუნას ამბავი" (1971)
- "ვანო და ნიკო"
- "ზარმაცი თაგუნას ამბავი და სხვა მოთხრობები", გამომცემლობა "Link", ილუსტრაციები კოტე სულაბერიძისა, 2007
- "კოღო ქალაქში" (2010)