ალექსანდრე სააკოვი

 ალექსანდრე სააკოვი (დ. 1941 - გ. 2007) — ქართველი ფოტოგრაფი.
 დაიბადა 1941 წ. თბილისში. ფოტოგრაფიას ხელი მოკიდა 1965 წ. მუშაობდა გაზეთებში “ ახალგაზრდა კომუნისტი ”, “მოლოდიოჟ გრუზიი”, “კომუნისტი”, აპნ-ის და ტასს-ის საქართველოს განყოფილებებში. თანამშრომლობდა გაზეთებში ”პრავდა”, “კომსომოლსკაია პრავდა”, “სოვიეტსკი სპორტი”, “სოვეტსკაია კულტურა”,“არგუმენტი ი ფაქტი”, ჟურნალებში “სოვეტსკი სოიუზ”, “ოგონიოკი”, “ჟურნალისტი”, “სოვეტსკოე ფოტო”. იბეჭდებოდა თითქმის ყველა პროფესიულ ფოტოგრაფიულ ჟურნალებში “სოვიეტ ლაიფ”-ი, “კვიკ”-ი, “პარი-მატჩ”-ი. 120 რესპუბლიკური, სრულიად საკავშირო და საერთაშორისო ფოტოგამოფენებისა და ფოტოკონკურსების პრიზიორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ცხოვრების ბოლო წლები მძიმე დეპრესიაში გაატარა. ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html