გეოგრაფია
სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მას ისევე როგორც ჩილეს ესაზღვრება ორი ოკეანე: წყნარი, და ატლანტის ოკეანეები. კოლუმბიას ესაზღვრება 5 ქვეყანავენესუელა და ბრაზილიააღმოსავლეთიდან, პანამა ჩრდილო -აღმოსავლეთიდან,ხოლო პერუ დაეკვადორი სამხრეთიდან.
ფართობი: 1 141 748 კმ².
კოლუმბიას დასავლეთიდან ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთ–დასავლეთიდან კარიბის ზღვა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ანდები, რომელსაც კვეთავს მდინარეები: მაგდალენა, კაუკა და სხვა. აღმოსავლეთით მდებარეობს მთიანეთი, რომელიც დასერილია ამაზონის შენაკადებით.
დემოგრაფია
- მოსახლეობა: 44,531,434 (2005), მათ შორის მეტისი 58%, თეთრი 20%, მულატი 14, შავი 4%, ინდიელი 3%.
- სახელმწიფო ენა : ესპანური.
- რელიგია : კათოლიციზმი.
- დედაქალაქი : ბოგოტა (6.838 ათასი).
- ქალაქები : მედელინი (1.958), კალი (2.283), ბარანკილია (1.330), კარტახენა (901).
სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი(2010 წლის აგვისტოდან)
- საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (102+166 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 14 ოლქი (departamento).
ისტორია
დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან მოიპოვა 1819 წელს, მაგრამ ქვეყანას ამან მშვიდობა ვერ მოუტანა. 1899-1902 და 1948-1958 წლების დიდი პოლიტიკური წინააღმდეგობებით გამოირჩეოდა. 80-იანი წლებიდან მთავრობა დაუპირისპირდა მაფიოზურ კლანებს, რომლებიც ნარკოტიკების არალეგალური ექსპორტითაა დაკავებული.
ეკონომიკა
- რესურსები : ნავთი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, ნიკელი, ოქრო, სპილენძი, ჰიდროენერგია.
- ეროვნ. პროდუქტი - 87 მლრდ $.
- ექსპორტი : ყავა, მარგალიტები, ნავთობი, ქვანახშირი, ყვავილები.
- ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1.830 $.
- ვალუტა : კოლუმბიური პესო (COP).
ცნობილი კოლუმბიელები
- მწერალი - გაბრიელ გარსია მარკესი;
- მომღერალი - შაკირა;
- სპორტსმენები - ხუან მონტოია (ავტორბოლა), კარლოს ვალდერამა, ფაუსტინო ასპრილია (ორივე ფეხბურთი),
- კრიმინალი - პაბლო ესკობარი (ნარკობარონი).
მემკვიდრეობა
- ბოგოტა - ეროვნული და ოქროს მუზეუმები;
- კალი - ტაძარი და მონასტერი (XVII ს.);
- კარტახენა - ესპანური ციხე-სიმაგრე (XVI ს.);
- სანტა კრუსის ისტორიული ცენტრი, ლოს კატიოს ეროვნული პარკი.
დევიზი: Libertad y Orden | |
დედაქალაქი | ბოგოტა |
უდიდესი ქალაქი | ბოგოტა |
ოფიც. ენები | ესპანური |
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა |
-პრეზიდენტი | ხუან მანუელ სანტოსი |
ფართობი - საერთო - წყალი (%) |
1,141,748 კმ²(26-ე) 8.8% |
მოსახლეობა - 2008 სავ. - 2005 ცენზი - სიმჭიდროვე |
44,087,000 (29-ე) 42,888,592 40 ად/კმ² (161-ე) |
მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2005მიახლ. $337.286 მილიარდი (29-ე) $7,565 (81-ე) |
აგი (2007) | ![]() |
ვალუტა | პესო (COP ) |
დროის სარტყელი | (UTC -5სთ.) |
ქვეყნის კოდი | COL |
ccTLD | .co |
სატელეფონო კოდი |